Страницы

четверг, 24 декабря 2009 г.

ჯინსი–ახალი თუ კარგად დავიწყებული ძველი?!



პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ ინფორმაციას მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქსოვილის– ჯინსის წარმომავლობაზე.გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოძიების, შედარების, დახარისხების უნარ–ჩვევას.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები უფროსი თაობის ადამიანების გამოკითხვით და ინტერნეტით მოიძიებენ და შეაგროვებენ ჯინსის სამოსის წარმოშობის და გავრცელების ისტორიას. თვალს მიადევნებენ მოდის განვითარების ტენდენციებს მე–20 საუკუნეში და თანამედროვე მოდას. მოსწავლეები შეეცდებიან აღმოაჩინონ ჯინსის პოპულარობის საიდუმლო.მოპოვებული მასალის პრეზენტაციას მოახდენენ თანატოლებთან ისტ–ის მეშვეობით, გამოუშვებენ სასკოლო გაზეთს.

მონაწილეთა ასაკი:12–13 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ახალი ინფორმაციის მოძიება,კვლევა–ძიება, ისტ–ის აქტიური გამოყენება.

მოსალოდნელი შედეგები:გაეცნობიან ჯინსის წარმოშობის ისტორიას, დაეხვეწებათ გემოვნება,განუვითარდებათ დაკვირვების უნარი.

სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები შეძლებენ საჭიროების შემთხვევაში სწორი ინფორმაცია მიაწოდონ თანატოლებს გამოკვლეულ საკითხთან დაკავშირებით.

სამუშაო ენა:ქართული

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეს ხელი შეეწყობა ინფორმაციის, უნარ–ჩვევებისა და დამოკიდებულების გასავითარებლად.

პროექტის ფასილიტატორი:ნინო უგლავა.

ფასილიტატორის ელ.ფოსტა:nino31skola@gmail.com